კოკა ყანდიაშვილი პრემიერის საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ყანდიაშვილის განმარტებით, მან თავად სთხოვა პრემიერს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.
,,დავინიშნე საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, კონსულტანტად საზოგადოებასთან კომუნიკაციების საკითხებში. შეგიძლიათ მომილოცოთ! აქ ვარ, არსად წავსულვარ, არავის გადავუყენებივარ, არავის გავუგდივარ და ასე შემდეგ - პირიქით - ყველაფერი კარგადაა! მე თავად ვთხოვე პრემიერს - დეპარტამენტიდან წასვლის თაობაზე. ამიერიდან მექნება მუშაობის უფრო ხელსაყრელი პირობები. იმედია, ბევრად ეფექტური და შედეგიანი იქნება ჩემი საქმიანობა. მადლობას ვუხდი თანამშრომლობისთვის - ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ეს პერიოდი მომიწია მუშაობა - მთავრობაში, კანცელარიაში თუ სამინისტროებში. ძირითადად ეს - ნიჭიერი, პროფესიონალი, ახალგაზრდა, პრინციპული და წესიერი ხალხია. თუმცა თანამშრომლობა გრძელდება - ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო საქმე გველის წინ", _აცხადებს ყანდიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ კოკა ყანდიაშვილი პრემიერის საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა და ის კანცელარიაში კომუნიკაციების საკითხებში კონსულტანტად იმუშავებს.
მასალის გამოყენების პირობები