გვიან ღამით წყლის ცენტრალური მილის დაზიანების შედეგად, თბილისში, კნოლევის ქუჩის #19-ში მდებარე სამი საცხოვრებელი სახლი დაიტბორა.
წყალმა ორ სახლის საყრდენი კედელიც ჩამოანგრია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულმა, თუმცა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების დატბორვის შედეგად განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები.
დაზარალებულების განმარტებით, მილი რამდენიმე დღის განმავლობაში დაზიანებული იყო.
შემთხვევის ადგილზე ნაძალადევის რაიონის გამგებელიც იმყოფებოდა, რომელიც დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა.