2013 წლის საპატიო „ოქროს პერგამენტის" ლაურეატი უფლებადამცველი თამარ გურჩიანი გახდა.
საპატიო „ოქროს პერგამენტს" ღონისძიების ორგანიზატორები - ახალია ამბების სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენი" და საკონსულტაციო ჯგუფი „ჯი-სი-ჯი" გასცემენ.
ორგანიზატორების განცხადებით, ვინაიდან ლაურეატები ყველა ნომინაციაში გამოკითხვის საფუძველზე სახელდებიან, მათ გადაწყვიტეს დააწესონ საპატიო „ოქროს პერგამენტი", რომლის ლაურეატსაც თავად შეარჩევენ.
გასულ წლებში საპატიო „ოქროს პერგამენტის" ლაურეატებად დასახელდნენ - პროექტი „გმირები" - თაკო ფხაკაძე, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი - გელა მთივლიშვილი. საპატიო „ოქროს პერგამენტი" წელს მეოთხედ გაიცა.
დაჯილდოვების ცერემონიალი კაზინო „შანაგრი -ლა" ში გაიმართა.
2013 წლის «ოქროს პერგამენტის» ლაურეატები დასახელდნენ შემდეგ ნომინაციებში: წლის ადამიანი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, ხელოვანი, ჟურნალისტი, სპორტსმენი, წლის პროექტი, კომპანია, ბრენდი, კომუნიკატორი და «ოქროს პერგამენტის» საპატიო ლაურეატი.
„ოქროს პერგამენტის" ლაურეატების გამოსავლენი გამოკითხვა, რომლის ორგანიზატორია ახალი ამბების სააგენტო GHN, მთელი ქვეყნის მასშტაბით საკონსულტაციო ჯგუფმა GCG-მ ჩაატარა. გამოიკითხა 2735 რესპოდენტი.