წლის პოლიტიკოსი და 2013 წლის „ოქროს პერგამენტის" ლაურეატი, საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა.
ნომიანციაში წლის პოლიტიკოსი, „ოქროს პერგამენტის" ლაურეატობის კანდიდატები იყვნენ - ალასანია ირაკლი, ბაქრაძე დავითი, ბურჯანაძე ნინო, ვაშაძე გიორგი, , ივანიშვილი ბიძინა ნათელაშვილი შალვა, , სააკაშვილი მიხეილი, უსუფაშვილი დავითი, ღარიბაშვილი ირაკლი, წულუკიანი თეა.
„ოქროს პერგამენტის" ლაურეატების გამოსავლენი გამოკითხვა, რომლის ორგანიზატორია ახალი ამბების სააგენტო GHN, მთელი ქვეყნის მასშტაბით საკონსულტაციო ჯგუფმა GCG-მ ჩაატარა. გამოიკითხა 2735 რესპოდენტი.
დაჯილდოვების ცერემონიალი კაზინო „შანაგრი -ლა" ში გაიმართა.
2013 წლის «ოქროს პერგამენტის» ლაურეატები დასახელდნენ შემდეგ ნომინაციებში: წლის ადამიანი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, ხელოვანი, ჟურნალისტი, სპორტსმენი, წლის პროექტი, კომპანია, ბრენდი, კომუნიკატორი და «ოქროს პერგამენტის» საპატიო ლაურეატი.