წლის საუკეთესო პროექტად და 2013 წლის „ოქროს პერგამენტის" ლაურეატად «The ვანოს შოუ», დასახელდა.
ნომიანციაში წლის პროექტი „ოქროს პერგამენტის" მოსაპოველად დასახელებულნი იყო - «ახალი ხმა», «ერთი-ერთში», «The ვანოს შოუ», «საქართველოს ვარსკვლავი», «ცეკვავენ ვარსკვლავები», თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი _ ლევან მათიაშვილი , სამთო-სათხილამურო კომპლექსი ბაკურიანში _ გიორგი შაყულაშვილი.
„ოქროს პერგამენტის" ლაურეატების გამოსავლენი გამოკითხვა, რომლის ორგანიზატორია ახალი ამბების სააგენტო GHN, მთელი ქვეყნის მასშტაბით საკონსულტაციო ჯგუფმა GCG-მ ჩაატარა. გამოიკითხა 2735 რესპოდენტი.
დაჯილდოვების ცერემონიალი კაზინო „შანაგრი -ლა" ში გაიმართა.
2013 წლის «ოქროს პერგამენტის» ლაურეატები დასახელდნენ შემდეგ ნომინაციებში: წლის ადამიანი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, ხელოვანი, ჟურნალისტი, სპორტსმენი, წლის პროექტი, კომპანია, ბრენდი, კომუნიკატორი და «ოქროს პერგამენტის» საპატიო ლაურეატი.