„ოქროს პერგამენტის" ლაურეატი ნომინაციაში "წლის სპორტსმენი (გუნდი)" საქართველოს მორაგბეთა ნაკრები გახდა.
დაჯილდოების ცერემონიალი - „ოქროს პერგამენტი 2013" კაზინო „შანგრი ლა"-ში გაიმართა.
გამარჯვებულები გამოკითხვის შედეგად დასახელდნენ, რომელიც საკონსულტაციო ჯგუფმა GCG-მ ახალი ამბების სააგენტო GHN -ის დაკვეთით ჩაატარა. სულ საქართველოს მასშტაბით 2735 რესპოდენტი გამოიკითხა.
ნომინაციაში "წლის სპორტსმენი (გუნდი)"დასახელებულნი იყვნენ: სანიკიძე ვიქტორი , თბილისის «იბერია სტარი» («ფუტსალი»), , საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები.
2013 წლის «ოქროს პერგამენტის» ლაურეატები დასახელდნენ შემდეგ ნომინაციებში: წლის ადამიანი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, ხელოვანი, ჟურნალისტი, სპორტსმენი, წლის პროექტი, კომპანია, ბრენდი, კომუნიკატორი, უცხოური კომპანია და «ოქროს პერგამენტის» საპატიო ლაურეატი.