სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განათლების სამინისტროს აღზრდის პროგრამის შემუშავებისკენ მოუწოდა. როგორც უწმინდესმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა ახალგაზრდები უმაღლეს სასწავლებელებს ამთავრებენ, თუმცა არა ქვთ სათანადო ცოდნა, აღზრდა კი საერთოდ აკლიათ.
,, ის იდეები, რომელსაც დღეს ზოგიერთი იცავს, თუნდაც ერთსქესიანთა ქორწინება და მრავალი კიდევ სხვა, ვინ წარმოიდგენდა ასი წლის წინ რომ ეს დრო მოვიდოდა. იმედი მაქვს, რომ განათლების სამინისტრო იფიქრებს იმაზე თუ როგორ შეიძლება შეიქმნას აღზრდის პროგრამა და რა უნდა დაეკისროს ან სკოლას, ან ოჯახს, ან ეკლესიას ამ დარგში", _ ბრძანა ილია მეორემ.