არასამთავრობო ორგანიცაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება" საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ბარათაშვილის დაბრუნებას ეხმაურება.
"თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება გიორგი ბარათაშვილის თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით ცხადყოფს, რომ სამეურვეო საბჭოს მიერ ბარათაშვილის უკვე მეორედ თანამდებობიდან გათავისუფლება, იყო არასამართლიანი.
გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საქმიანობა ემსახურებოდა კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს და ხელოვნურად აფერხებდა მაუწყებლის ფუნქციონირებას.
მივმართავთ მთავარ პროკურატურას დაინტერესდეს სამეურვეო საბჭოს თითოეული წევრის საქმიანობით, აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაცია ამზადებს პროკურატურაში შესატან სარჩელს", -ნათქვანმია ორგანიზაციის განცხადებაში.