თბილისის იუსტიციის სახლის დროებითი ფილალები შაბათს და კვირას მხოლოდ ერთდღიან, დაჩქარებულ სერვისებს განახორციელებენ და მომხმარებელებს 10:00-დან 17:00 საათამდე მოემსახურებიან.
განაცხადების მიღება იწარმოებს აღმაშენებლის გამზირის 89/24-ში (მეტრო მარჯანიშვილთან), აღსრულების ეროვნულ ბიუროში - აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი, ეროვნულ არქივში - ვაჟა-ფშაველას გამზირი N1 და იუსტიციის სახლში (შენობის მარცხენა მხარეს) განთავსებულ სერვისცენტრებში.
რაც შეეხება მზა დოკუმენტაციის გაცემას, მოქალქეებმა ამ მიზნით უნდა მიმართონ მხოლოდ იუსტიციის სახლში (შენობის მარცხენა მხარეს) განთავსებულ სერვისცენტრს.
მასალის გამოყენების პირობები