23 დეკემბერს სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
"თელასის" მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასეთია:
მთაწმინდის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლერმონტოვის, დადიანის, ტაბიძის, პუშკინის, ალექსანდრე დიუმას და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის და ბეთანიის მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.