თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა ცენტრალურ სისხლის ბანკსა და გაზეთ „სვობოდნაია გრუზიასთან" მემორენდუმები გააფორმა
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, სოლომონ პავლიაშვილმა გაუცხადა, სასწავლებლისა და ,,მედინვესტ ჯორჯია საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკის" თანამშრომლობა ეროვნული საქმეა. „ამ მემორანდუმის თანახმად, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები სისხლის ნებაყოფლობით ჩააბარებენ. ამასთან, მემორანდუმის ფარგლებში, სასწავლებელში „დონორის დღე" ნაახალწლევს მოეწყობა," - აცხადებს პავლიაშვილი.
რაც შეეხება თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას" შორის გაფორმებულ მემორანდუმს, სოლომონ პავლიაშვილის თქმით, უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები პრფაქტიკას „სვობოდნაია გრუზიაში" გაივლიან.
ანალოგიური მემორანდუმი თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს სხვა მედია-საშუალებებთანაც აქვს გაფორმებული.