20 დეკემბერს სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
"თელასის" მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასეთია:
გლდანის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II და VI მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაიაკოვსკის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ჯავახეთის და ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.