20 დეკემბერს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მედიას წარუდგენს ამა წლის ნოემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს თემაზე "საზოგადოების განწყობა საქართველოში".
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება პოლიტიკური რეიტინგები.
კვლევის პრეზენტაცია გაიმართება 11:30 საათზე, სასტუმრო Sheraton Metechi Palace -ში.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13 ნოემბერიდან 27 ნოემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,915 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).