ფსიქოტროპული აფთიაქებიდან ურეცეპტოდ წამლის გაყიდვა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით დაისჯება, ან აფთიაქს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზია შეუჩერდება. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა წლების განმავლობაში კუსტარული ნარკოტიკების დამზადება უკონტროლო იყო.
,,უკანასკნელი წლების განმავლობაში კუსტარული ნარკოტიკების დამზადება უკონტროლო იყო და ფსიქოტროპული აფთიაქებიდან ხდებოდა რეალიზაცია და გაყიდვა, ხშირ შემთხვევაში უკანონოდ, ე.წ. რეცეპტის გარეშე. შესაბამისად ჩვენ გადავწყვიტეთ კანონპროექტის ინიცირება რის მიხედვით, რეცეპტის გარეშე ფსიქოტროპული წამლების რეალიზაცია პირდაპირ ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისგებას და 10, 15 20, წლით ფარმაცევტული საქმიანობის აკრძალვას", -განაცხადა ჭიკაიძემ.
ჭიკაიძის განმარტებით, კონკრეტულად რა შემთხვევაში მიესჯება ადამიანს პატიმრობა ამ საკითხზე უკვე პარლამენტი კანონპროექტის განხილვის ეტაპზე იმსჯელებს. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჭიკაიძემ განმარტა ფსიქოტროპული აფთიაქებიდან წამლების რეალიზაციას სპეციალური უწყებები გააკონტროლებენ.