19 დეკემბერს სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
"თელასის" მიერ გამოქვეყნებული გრაფიკა ასეთია:
ისნის რაიონი
12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის I და II მიკრორაიონების, ხიზანიშვილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.