19 დეკემბერს, 20:00 საათზე, ევროპის სახლში გაიმართება ახალი ბრენდის Gola Damian გაზაფხული/ზაფხული 2014 კოლექციის ჩვენება, რომელსაც წარმოადგენს DALOOD ჯგუფი.
SS 2014 კოლექცია, რომელიც 30 კოსტუმისგან შედგება, გადაიღო ფოტოგრაფმა ნია გვათუამ (Dot Creative Group). ბრენდის Look Book-ის ფოტოსესიაზე ახალი კოლექცია მოირგო სამოდელო სააგენტო "ჯეომოდელსის" ახალმა სახემ, 19 წლის თეკლა ჩიჯავაძემ. მოდელის make up შექმნა ქრისტინე რეჯინიმ, თმის ვარცხნილობაზე იზრუნა eleven studio. ფოტოსესიაში გამოყენებულია დიზაინერ ცაგო ყანჩაველის აქსესუარები.
DALOOD ჯგუფი გეგმავს პრენდის სრულ მენეჯმენტს და ფრომოუშენს, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
გიორგი ზუმბულიძე, მოდის სფეროში ცნობილი, როგორც გოლა, არის თვითნასწავლი დიზაინერი. მისი შეხება მოდის სამყაროსთან დაიწყო ფოტოგრაფიით, როცა ის მიხვდა, რომ მისი ობიექტივის მთავარი თემა ლამაზი და მოდური სამოსია. გოლას შემოქმედებითი ძიება და ექსპერიმენტული ნამუშევრები პირველად ჟურნალ "ამარტა"-ში დაიბეჭდა, სადაც იგი პროფესიონალი დიზაინერების გვერდზე გამოჩნდა. პროფესიული განათლების არ ქონის მიუხედავად, 2009 წელს გოლამ გახსნა საკუთარი სახელოსნო. 2010 წელს ის პირველად წარსდგა საზოგადოების წინაშე თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში, როგორც დამწყები დიზაინერი. შემდგომ, დიზაინერ თამარ კოპალიანთან ერთად შექმნა სრული კოლექცია, რომელიც "გოლა და პეპელა"-ს სახელით წარადგინა საქართველოს მოდის კვირეულზე. 2011 წლის სექტემბერში, გოლამ თავისი ახალი, გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია უკვე ვენის მოდის კვირეულზე აჩვენა. 2013 წლიდან თანამშრომლობს DALOOD ჯგუფთან.