ხვალ, 19 დეკემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო „ვერე პალასის" საკონფერენციო დარბაზში ,,საქართველოს ახალგარზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" მრგვალ მაგიდას სახელწოდებით: ,,სახელმწიფო სიმბოლოკის დაცვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტიები" გამართავს.
ასოციაცია სადისკუსიოდ წარმოადგენს დასკვნას საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური პრაქტიკის თაობაზე სახელმწიფო სიმბოლიკის მარეგულირებელ ნორმებთან დაკავშირებით. ამავდროულად, ყურადღება გამახვილდება საზოგადოებაში სახელმწიფო სიმბოლიკის გამოყენების დაბალ კულტურასა და აღნიშნულთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულ არასახარბიელო ტენდენციაზე, რომელიც განსაკუთრებით შესამჩნევი უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში გახდა.
ღონისძიებას დაესწრებიან, როგორც სახელმწიფო ჰერალდიკის საბჭოს, ისე არასამთავრობო სექტორისა და სახელმწიფო ინსტიტუციების წარმომადგენლები.