ვიცე-პრემიერის გიორგი ბარამიძის განცხადებით, თუ რუსეთი ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს მოხსნის ეს ნოღაიდელის დამსახურება არ იქნება.
"ნოღაიდელმა პირდაპირ თქვა, რომ რუსულ ტანკებს შემოსვლის შემთხვევაში ის საქართველოს ხელისუფლების დასამხობად გამოუძღვება. როგორც ჩანს, რუსეთს გადაწყვეტილი აქვს ჩვენი პროდუქციისთვის ემბარგოს მოხსნა, მაგრამ არა იმიტომ რომ ეს ნოღაიდელს სურს. რუსეთი იძულებულია ეს ნაბიჯი გადადგას, რადგან ბელორუსიასთან და ყაზახეთთან საბაჟო კავშირს ქმნის, რომლის შემდეგაც ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე მაინც მოხვდება" - განაცხადა ბარამიძემ.
მისივე შეფასებით, რუსეთი ცდილობს თავისი მარიონეტებისთვის და საქართველოს მოღალატეებისთვის პოლიტიკური ფონი შექმნას, რათა სათქმელი ჰქონდეს "დიდმა პოლიტიკოსებმა" რომელთაც საქართველოზე და რუსეთზე გავლენა აქვთ ემბარგოს გაუქმება შეძლეს.
"ეს ყველაფერი კეთდება მხოლოდ იმიტომ, რომ კრემლმა მოღალატე პოლიტიკოსებისთვის ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ფონი შექმნას. რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამხობას და იმ ადამიანების ხელისუფლებაში მოყვანას ემსახურება, რომლებიც მათი ყურმოჭრილი მონები იქნებიან და საქართველოში ჩადენილი სისასტიკის მიუხედავად კრემლს მაინც პატიებას თხოვენ და მადლობას გადაუხდიან" - აღნიშნა ბარამიძემ.