პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსის ნიკა მჭედლიშვილის განცხადებით, იანვარ-თებერვალში ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.
"თებერვალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15,4 %-ითაა გაზრდილი ავტომობილების რეგისტრაციის მაჩვენებელი, ოპოთეკური სესხების მოცულობა კი 62 %-ით. ასევე 145 %-იანი ზრდაა დაფიქსირებული მშენებლობის ნებართვების გაცემის კუთხითაც. რაც შეეხება იანვარს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 72 %-ითაა გაზრდილი ექსპორტი, 10 %-ით გაიზარდა ტვირთზიდვა, 30 %-ით კი პორტებში ტვირთბრუნვა. ეს ნიშნავს, რომ იანვარ-თებერვალში ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და 2010 წელს მშპ პოზიტიური იქნება", - განუცხადა მჭედლიშვილმა ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, ექსპორტის კუთხით გაზრდილია საქართველოდან სპილენძის, სარკინიგზო ლოკომოტივების, ფეროშენადნობების, მათ შორის ოქროს, ალკოჰოლის, ხილის და მინერალური სასმელების გატანა.