კახეთში, ინდივიდუალური გამრიცხველიანების პირველი ეტაპი მიმდინარე წელს დასრულდება.
რეგიონის სოფლებში ინდივიდუალური გამრიცხველიანების გრაფიკი უკვე გაწერილია და ის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" ხელმძღვანელობასა და კახეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულ გიორგი ღვინიაშვილს პირადად გააცნო.
აღსანიშნავია, რომ გამრიცხველიანების პირველი ეტაპის დასრულების პარალელურად, მოსახლეობას ზედმეტად დარიცხული თანხაც ჩამოეწერება.
კახეთის ინდივიდუალური გამრიცხველიანების მთლიანად დასრულება 3 წელში უნდა მოხდეს.
თელავში სტუმრობისას ალექსანდრე ხეთაგურმა გამრიცხველიანების პროცესი ერთ-ერთ სოფელში თავად დაათვალიერა.