"ქრისტიან-დემოკრატები" მოსახლეობასთან შეხვედრას განაგრძობენ. თარგამაძის გუნდის წევრები ამჯერად დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ჯაფარიძეში ჩავიდნენ და ადგილობრივებს შეხვდნენ.
მათ სოფლის მოსახლეობისგან ის კონკრეტული პრობლემები მოისმინეს, რომელთა მოგვარებასაც გლეხები სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში ითხოვენ.
ძირითად პრობლემად სოფლის მაცხოვრებლები უგზოობასა და უწყლობას ასახელებენ. დასახლებას დაახლეობით 20 წელია სასმელი წყლის პრობლემა აქვს, შიდა გზები კი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.
სოფლის დახმარების პროგრამით, სოფლისთვის 46 000 ლარია გამოყოფილი. "ქრისტიან-დემოკრატები" აღნიშნული თანხის ხარჯვის მონიტორინგის განხორციელებას გეგმავენ.
პარტიის წევრები მსგავსი შეხვედრების გამართავს კახეთის სხვა სოფლებშიც აპირებენ.