"ბერლინალე 2010" თურქული ფილმის ტრიუმფით დასრულდა. საუკეთესო ფილმის წოდებით და შესაბამისად "ოქროს დათვით" თურქული დრამა, "თაფლი" დაჯილდოვდა(რეჟისორი სემიხ კაპლანოღლუ).
"ვერცხლის დათვი" აიღო კინოკლასიკოსმა რომან პოლანსკიმაც - საუკეთესო რეჟისურისთვის. მოგეხსენებათ, გასაგები მიზეზების გამო პოლონელი კინემატოგრაფისტი ბერლინში არ იმყოფებოდა, პრიზი მის მაგივრად ფილმის ("მწერალი-მოჩვენება") პროდუსერს გადასცეს, რომელიც თავდვე ჩაუტანს შინაპატიმრობაში მყოფ პოლანსკის.
ალფრედ ბაუერის სახელობის პრიზი, ნოვატორული იდეებისთვის რუმინელ რეჟისორს, ფლორიანუ სერბანუს გადაეცა ფილმისთვის "სადაც მინდა იქ ვუსტვენ."
პრიზი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის რუსებმა ალექსეი პუსკეპალისმა და გრიგორი დობრიგინმა აიღეს ("როგორ გავატარე ზაფხული"), ხოლო საუკეთესო მსახიობი ქალი, იაპონელი სინობუ ტერაძიმა გახდა.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელი, მე-60 ბერლინალეს ჟიურის ცნობილი ავსტრიელი რეჟისორი, ვერნერ ჰერცოგი ხელმძღვანელობდა.