რუსი დეპუტატები აცხადებენ, რომ რუსეთს სამხედრო ტექნიკის ყიდვაში ხელს ვერავინ შეუშლის. რუსი დეპუტატები საფრანგეთისგან "მისტრალის" შესაძლო შესყიდვას ეხმაურებიან.
რუსეთის სათათბიროს უშიშროების კომიტეტის წევრი სერგეი აბელცევი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული მკვეთრი განცხადებები მისი ევროპელი და ამერიკელი მფარველებისგან მოდის. დუმის დეპუტატი განმარტავს, რომ რუსეთი "მისტრალს" უპრობლემოდ შეიძენს, თუ გადაწყვეტილების მიღება მთავრობის დონეზე მოხდება.
"საფრანგეთის მიმართ გამოთქმული ბრალდება სააკაშვილის უსაზღვრო ფანტაზიის ნაყოფია, როგორც ჩანს, მან თავისი ბატონებისგან ბრიტანეთში ინსტრუქციები მიიღო. ვერც სააკაშვილი და ვერც ბრიტანეთი ვერ შეგვიშლის ხელს საფრანგეთისგან შეიარაღება შევიძინოთ, თუ შეთანხმება სახელმწიფოთაშორის დონეზე გაფორმდება. მადლიერების ჟესტზე საუბარი ზედმეტია. საქმე ეხება სერიოზულ გარიგებას, ჩვენ ვყიდულობთ მისტრალს და სად მოხდება მისი განთავსება _ ჩრდილოეთში, სამხრეთში თუ საქართველოს მახლობლად _ ეს მხოლოდ რუსეთის მთავარსარდლის გადასაწყვეტია. ამას ხელს ვერავინ შეუშლის, მით უმეტეს სააკაშვილი. ეჭვი მეპარება, რომ ის საფრანგეთში ჩასვლით რამეს შეცვლის სარკოზის პირადად ნახვის შემთხვევაშიც კი", _ აცხადებს ბაღდასაროვი.