საქართველოს პარლამენტი საკვები პროდუქტის დიფერენცირებას ითხოვს. საუბარია გენმოდიფიცირენბულ საკვებ პროდუქტზე. დეპუტატი გიორგი გოგუაძე გამოდის ინიციატივით, პროდუქტის შეფუთვაზე იყოს წარმომავლობის შესახებ წარწერა _ ნატურალური ან გენმოდიფიცირებული.
გოგუაძის ამ ინიტიაცივას ქრისტიან-დემოკრატები ეწინააღმდეგებიან და ითხოვენ, რომ საქართველოში გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტებისა და თესლის შემოტანა საერთოდ აიკრძალოს.
"უნდა მოხდეს მთლიანად შეზღუდვა და აკრძალვა საქართველოს ბაზარზე გენმოდიფიცირებული პროდუქციის შემოტანის. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია უნდა აიკრძალოს გენმოდიფიცირებული თესლის შემოტანა. რომელიც მთლიანად გადაშენებით ემუქრება საქართველოში ტრადიციულ ჯიშებს და რომელიც მთლიანად უსპობს პერსპექტივას საქართველოს სოფლის მეურნეობას, რომ აწარმოოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია", _ აცხადებს ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე.