დღეს, 12 თებარვალს, საქართველოს რეგიონების ცენტრებში პრაიმერის საოლქო კომისიების ოფისები გაიხსნება.
საოლქო კომისიები გორში, რუსთავში, თელავში, ფოთში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში ამოქმედდება.
გორის საოლქო კომისიას უხელმძღვანელებს ‘'მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის'' წარმომადგენელი შალვა კოჭლაშვილი; რუსთავის საოლქო კომისიას - ნუკრი შათირიშვილი, ასევე ‘'მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" წევრი ; თელავის საოლქო კომისია - მაია მარკოზაშვილი ‘'კონსერვატიული პარტიიდან" ; ფოთის საოლქო კომისია - ხათუნა შათირიშვილი ‘'კონსერვატიული პარტიიდან'' ; ბათუმის საოლქო კომისია - დიმიტრი დარჩია ‘'კონსერვატიული პარტიიდან'' ; ქუთაისის საოლქო კომისია - ნინო დოლიძე, ‘'ხალხის პარტიიდან'' ; ზუგდიდის საოლქო კომისია - ხათუნა ნაჭყებია, ‘'მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის'.
მუშაობას უკვე შეიდგა პრაიმერის თბილისის საოლქო საარჩევნო კომისია ა, რომელიც ‘'მომავლის პარტიის'' ოფისში, არაგვის ქ. #4-ში განთავსდა.
კომისიაში თბილისის მერობისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტრაცია 7 მარტამდე განხორციელდება.
ოპოზიციის პრაიმერი თბილისში 18 აპრილს, ხოლო სხვა ქალაქებში 21 მარტს ჩატარდება.
წინასწარი არჩევნები აღმოსავლეთ საქართველოს დარჩენილ რაიონებში - 27 მარტს, ხოლო დასავლეთ საქართველოში - 11 აპრილს გაიმართება.