ხვალ, 12 თებერვალს, ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი ბორჯომს ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ--ენს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, პოლოლიკაშვილი სპორტული კომპლექსის პროექტის პრეზენტაციას დაესწრება.
ცნობილია, რომ სპორტულ კომპლექტს ბორჯომში ყაზახური კომპანია ააშენებს.
პოლოლიკაშვილი ბორჯომში 16:00 საათისთვის ჩავა.