მედიის ცნობით, რუსეთის ირკუტსკის ოლქის ქალაქ შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში 28 წლის ქალის გარდაიცვალების მიზეზი ჭირი გახდა. მედიის ცნობით, ინფორმაციას ბურიატიის რესპუბლიკის ხელმძღვანელი ალექსეი ციდენოვი ადასტურებს.
შემთხვევის გამო შელეხოვის რაიონული საავადმყოფოს სტაციონარი კარანტინზე გადაიყვანეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი ირკუტსკის ჭირის კვლევით ინსტიტუტში ლაბორანტად მუშაობდა. მედია წერს, რომ ქალი 28 წლის დარია შიპილოვა იყო და 25 სექტემბერს ლაბორატორიაში ფილტვის ჭირის გამომწვევის შემცველი სინჯარა გაუტყდა. ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე ოფიციალურ უწყებებს საჯაროდ არ დაუდასტურებიათ.
რუსული მედიის ცნობით, შიპილოვას კონტაქტში მყოფი დაახლოებით 200 ადამიანი იზოლაციაში მოათავსეს. რეგიონში ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები მიმდინარეობს, ხოლო კონტაქტში მყოფ პირებზე სამედიცინო დაკვირვება დაწესდა.
ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა იგორ კობზევმა 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ გამოვლენილ კონტაქტურ პირებს ამ დროისთვის დაავადების ნიშნები არ აღენიშნებათ, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგები კი უარყოფითია.