რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი აცხადებს, რომ ნატო რუსეთისათვის კვლავინდებურად ძალიან სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ეს განცხადება პატრუშევმა დღეს მოსკოვში გააკეთა.
პატრუშევი ასევე აცხადებს, რომ "ნაკლებსავარაუდოა, რომ რუსეთმა თავი უფრო ნაკლებად უსაფრთხოდ იგრძნოს ნატოს მუდმივი გაფართოების გამო ახალი წევრი სახელმწიფოების შემოერთებაზე", _ განაცხადა პატრუშევმა.
ამას გარდა, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს საერთო პოზიციაა მათი, ვინც რუსეთის ახალ სამხედრო დოქტრინაზე მუშაობდა.
პატრუშევი ასევე აცხადებს, რომ აღსანიშნავია და გასათვალისწინებელია ისიც, რომ "თავის დროზე სწორედ ნატოს ქვეყნებმა შეაიარაღეს საქართველო და იგი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ აგრესიისათვის მოამზადა".
პატრუშევმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ საქართველოს შეიარაღება დღესაც გრძელდება.