ესპანეთში დაკავებული გემის, "კლარეს" ეკიპაჟის ქართველი წევრები 11-თვიანი ტყვეობის შემდეგ საქართველოში ბრუნდებიან. ოთხი ქართველი მეზღვაური ბათუმში კვირის ბოლოს ჩამოვა. მათი ტრანსპორტირების ხარჯებს ესპანეთიდან ბათუმამდე ქართული მხარე უზრუნველყოფს.
მოლაპარაკებების პროცესში ამჯერადაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გიორგი კარბელაშვილი იყო ჩართული. მეზღვაურები ამბობენ, რომ ისინი გემზე მოტყუებით აღმოჩნდნენ და კონტრაქტის არსებობის მიუხედავად, ხომალდის მეპატრონე კომპანიამ ვალდებულებები არ შეასრულა.
ანაზღაურებისა და საკვების გარეშე დარჩენილი ქართველები კარტახენას პორტში გემთმფლობელისგან დახმარებას თითქმის ერთი წლის განმავლობაში უშედეგოდ ელოდნენ.