"ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რამდენიმე დღეში ამუშავდება სპეციალური პროგრამა, რომლის საშუალებით ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ხელისუფლების ზეწოლისგან დაიცავენ.
"რამდენიმე დღეში სულ ორ-სამ კვირაში ჩვენ გვქვს პროგრამა, რითაც მოვახერხებთ, დავიცვათ თითოეული მოქალაქე რეალურად იმ ძალადობრივი იდეოლოგიისგან, რომელიც მოდის ერთი კაცისგან", _ განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებზე, როგორც ქართულ ოცნებაში აცხადებენ ზეწოლა ხორციელდება.