ერთიანი ნაიცონალურ მოძრაობას კონტროლის პალატის განცხადებაზე განსხვავებული შეხედულებები აქვს. როგორც ჟურნალისტებს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურმა მდივანმა ზურაბ მელიქიშვილმა განაუცხადა, მათ კონტროლის პალატას 2011 წლის ანგარიში კანონის სრული დაცვით ჩააბარეს.
"მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით განსახვავებული შეხედულება გვაქვს, პარტიის შიგნით გამართული კონსულტაციების შემდეგ გადავწტყვიტეთ, რომ კონტროლის პალატის მიერ პრობლემურად მიჩნეული თანხები სახელმწიფოს ბიუჯეტში მივმართოთ", - განაცხადა მელიქიშვილმა.
მისივე თქმით, მმართველი პარტია არა პირებს მიუხედავად საკუთარი განსხვავებული შეხედულებისა კონტროლის პალატასთან დავის გაგრძელებას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ნაციონალურ მოძრაობას წლიური საფინანსო დეკლარაციის შემოწმებისას 95.848 ლარის პრობლემურად მიჩნია და სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა ურჩია.
"ფიზიკურ პირთა მიერ განხორციელებული შემოწირულობების შესწავლის შედეგად გვაქვს ვარაუდი, რომ შემოწირულობა განხორციელებულია ერთი შემომწირველის ორგანიზებით რამდენიმე პირის გამოყენების გზით. რეალურად შემოწირულობის წყარო არის ერთი პირი, თუმცა შემოწირული თანხები გადანაწილებულია სხვა პირებზე", - განაცხადა კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ ნათია მოგელაძემ.