საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განცხადებით, საქართველოს აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილე, სელესტ ბოლანდერი ეწვევა.
კალანდაძის ინფორმაციით, აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილე საქართველოში 22 თებერვალს ორდღიანი ვიზიტით ჩამოვა.
ბოლანდერი სპეციალურ ჯგუფს უხელმძღვანელებს, რომელიც აშშ-დან ჩამოვა.
"ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. ეს ვიზიტი კონკრეტულად არის გამოძახილი საქართველოსა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრის დროს მიღებული შეთანხმების პრაქტიკული განხორციელებისა. კონკრეტული მოლაპარაკებები ტექნიკურ ეტაპზე გადავა. ", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
კალანდაძის თქმით, სპეციალური ჯგუფი თავდაცვის სამინისტროში შეხვედრებს გამართავს რათა კონკრეტული მოლაპარაკებები დაიგეგმოს და ჩამოყალიბდეს, რა ფორმით წარიმართება თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში.