ამერიკის შეერთებული შტატები უპოლიტო თვითმფრინავების საშუალებით სირიაზე დაკვირვებას ახორცილებს. ამის შესახებ ტელეკომპანია "NBC" პენტაგონიდან წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
მისი ინფორმაციით, უპილოტო თვითმფრინავების მიზანია სირიის არმიასა და ოპოზიციის შეტაკებების, ასევე სამოქალაქო დასახლებებში მიმდინარე პროცესების დაკვირვება და ის სირიაში ამერიკის მხირდან სამხედრო ოპერაციის მომზადებას არ უკავშირდება.
მისივე თქმით, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია იღებს ვიზულურ მონაცემებს, "რათა შეაგროვის მტკიცებულებები საერთაშორისო საზოგადოებისთვის" ოფიციალური დამასკოს მოქმედებებზე.
ამასთან, ტელეკომპანია "NBC" იუწყება, რომ ამერიკის სახლემწიფო დეპარტამენტის და პენტაგონის ინფორმაცით, ობამას ადმინისტრაცია სირიაში ჰუმანიტარული ოპერაციის დაწყების საკითხს განიხილავს.
თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით ამერიკელი ჩინოვნიკების ნაწილი ფიქრობს, რომ ჰუმანიტარული ოპერაციის ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის მასში მონაწილეების სიცოცხლეს, რაც შეიძლება აშშ-ს სირიის კონფლიქტში ჩათრევის სერიოზული მიზეზიც გახდეს.
შეგახსენებთ, რომ სირიაში ოპოზიციასა და ხელისუფლების საჯარისო შენაერთებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება თითქმის ერთი წელია რაც გრძელდება.
შეტაკებებს გაეროს ინფორმაციით, 5 ათასის ადამიანი უკვე ემსხვერპლა, ხოლო სირიის ხელისუფლების მტკიცებით, 2 ათასი სამხედრო და სამართალდამცველია დაღუპული.