დღეს ავღანეთის პროვინცია ქაბულში "ISAF"-ის კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ეს ინციდენტი ადგილობრივი დროით 10:30 საათზე მთებში მოხდა. 
ჯერ ჯერობით არავითარი ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება. ინციდენტის რაიონი სამხედროების მიერაა გარშემოტრყმული. მიმდინარეობს გამოძიება. 
"ISAF" -ის პრესსამსახური აღნიშნული ფაქტის შესახებ ჯერ ჯერობით არავითარ კომენტარს არ აკეთებს.