ყაზბეგში დაცული ტერიტორიები იქმნება. აღნიშნულის „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორი გარემოს დაცვის სამინისტროა. პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტი დღეს, პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება ბუნების ახალი ძეგლები, კერძოდ კი სახიზნარის კლდის ბუნების ძეგლი, აბანოს მინერალური ტბის ბუნების ძეგლი და თრუსოს ტრავენტინების ბუნების ძეგლი.
გარდა ამისა, დაცულ ტერიტორიებს შეუერთდება ყაზბეგის ეროვნული პარკი, რომელიც უკვე არსებობს.
საკანონმდებლო ინიციატივაში აღნიშნულია, რომ ყაზბეგის ეროვნული პარკის ფართობი შეადგენს 8707 ჰა ტერიტორიას, აბანოს მინერალური ტბის ბუნების ძეგლი - 0.04 ჰა-ს, თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლის - 4.2 ჰა-ს და სახიზნარის კლდის ბუნების ძეგლის ფართობი კი - 335.7 ჰა ტერიტორიას.