ისრაელის საელჩოსთან ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.
"დღეს ისრაელის საელჩოს თანამშრომლის, რომან ხაჩატურიანის პირად ავტომობილში ნაპოვნი იქნა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც დროულად იქნა გაუვნებელყოფილი. რომან ხაჩატურიანი საქართველოს მოქალაქეა და საელჩოში მძღოლად მუშაობს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ინფორმაცია თბილისსა და ინდოეთის დედაქალაქ დელიში ისრაელის საელჩოების აფეთქების მცდელობის შესახებ ტელეკომპანია BBC-მ გაავრცელა. ასაფეთქებელი მოწყობილობა დელის შემთხვევაშიც ავტომობილში იყო ჩამონტაჟებული, რომლის ამოქმედებისას ერთი ადამიანი დაიჭრა.