საქართველო გახდება ინოვაციური განათლების ცენტრი რეგიონში, - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს და იმ პრობლემებს, რომლებიც ჯერ კიდევ მოსაგვარებელია. ასევე, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილ რეფორმებს.
"მალე ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გაიხსნება. საქართველო არა მხოლოდ ტურისტული, არამედ ინოვაციური განათლების ცენტრიც გახდება რეგიონში", - აცხადებს მინაშვილი.