ეგვიპტე შარიათის კანონების დამკვიდრებისკენ მიდის. ქვეყნის ცნობილი პოლიტიკური და რელიგიური მოღვაწეები მსჯელობენ იმაზე, თუ როდის გავრცელდება უცხოელ ტურისტებზე ისლამის კანონები.
ქვეყნის პარლამენტში უმრავლესობის წევრი აზა ალ-ჯაფარი აცხადებს, რომ ტურისტებმა, რომლებიც ისლამურ ქვეყანაში დასასვენებლად ჩადიან, სპირტიანი სასმელის მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ.
"მათ საკუთარ სამშობლოში საკმარისი ალკოჰოლი აქვთ. ისინი ჩამოდიან, რათა ნახონ ძველი ცივილიზაცია და არა იმისთვის, რომ დალიონ", - განაცხადა პარლამენტარმა.
გავლენიანმა ისლამელმა ლიდერმა იასერ ფუხანმა გააჟღერა ინიციატივა, რომ 5-ვარსკვლავიან უალკოჰოლო სასმელებიან სასტუმროებში ქალებმა და კაცებმა ცალ-ცალკე უნდა დაისვენონ, სხვადასხვა პლაჟზე, "ყოველგვარი ცოდვისგან შორს".
უფრო რადიკალური აღმოჩნდა ეგვიპტის სუნიტების მღვდელმსახურის, იუსუფ ალ კარდავის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ 5 წლის შემდეგ როცა ტურისტებს კანონებს კარგად გააცნობენ, მათ წინააღმდეგ ამოქმედდება შარიათის კანონი და დასჯად ხელის მოჭრა დადგინდება.
"ყველაფერი უნდა გაკეთდეს თანმიმდევრობით: ჯერ მომზადდეს ხალხი და ვასწავლოთ მათ", - განაცხადა ალ კარდავმა.
ამ ფონზე ექსპერტებისთვის გაუგებარი ხდება, როგორ აპირებს ეგვიპტე, 2012 წელს 13 მლნ ტურისტის მიზიდვას და 11 მლრდ. დოლარის შემოსავლის მიღებას.