დღეს, 13 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდება. პრეზიდენტი უმრავლესობას ავლაბრის რეზიდენციაში მიიღებს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიგი წერეთელის ინფორმციით, შეხვედრაზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საშინაო და საგარეო საკითხებზე იქნება საუბარი.
"ასეთ შეხვედრებს რეგულარული ხასიათი აქვს. ის კიდევ უფრო საინტერესო იქნება ახლა, როცა როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკური კუთხით უამრავი რამ მოხდა. ვგულისხმობ აშშ-ში პრეზიდენტის ვიზიტსა და ოპოზიციურ სპექტრში პოლიტიკური ანტურაჟის ცვლილებასა", - აღნიშნა გიგი წერეთელმა.