ჩინეთში 18 წლის ღვთსმსახურმა ხელისუფლების მიმართ პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა. ამის შესახებ ინფორმაციას "Associated Press" ავრცელებს.
ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია "Free Tibet"-ის ინფორმაციით, ინციდენტი ჩინეთის პროვინცია სიჩუნში მოხდა, სადაც 18 წლის ღვთისმსახურმა ცეცხლი წაიკიდა, თუმცა მისი გადარჩენა მოხერხდა.
ადგილობრივი ხელისუფლება კი აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს და იძახიან, რომ ინციდენტის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ.
ჩინეთის სპეცსამსახურებმა უკვე რამდენიმე თვება პროვინციაში ჟურნალისტების შესვლა აკრძალა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე 11 ტიბეტელმა ბერმა სცადა თავის დაწვა, რომლებიც ჩინეთის ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებენ და დალაი-ლამას ტიბეტში დაბრუნებას ითხოვენ.
შეგახსნებთ, რომ ტიბეტელების სულიერი ლიდერი დალაი-ლამა 1959 წელს იძულებული გახდა ინდოეთისთვის შეეფარებინა თავი.
როგორც ცნობილია, ტიბეტში 2008 წელს სულიერი ლიდერის დაბრუნების მოთხოვით ვითარება დაიძაბა. მაშინ ჩინეთი იძულებული გახდა პროვინციაში ვითარების გასაკონტროლირებლად საჯარისო შენაერთები შეეყვანა.