დღეს, 4 თებერვალს მოსკოვში ოპოზიციისა და ხელისუფლების მომხრეთა მიტინგები გაიმართება.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს იმ მომიტინგეებს, რომლებიც "პაკლონაია გარაზე" შეიკრიბებიან. მისი თქმით, აქ გამოვლენ ის ადამიანები, რომლებიც „გულწრფელად განაცხადებენ თავიანთი ანტინარინჯისფერი პოზიციის შესახებ".
საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული რეზოლუციის მიხედვით, ისინი პროვოკაციად მიიჩნევენ ოპოზიციის განცხადებებს დუმის არჩევნებში დარღვევების არსებობის შესახებ.
ბალოტნაიაზე და სახაროვის პროსპექტზე გასამართ მიტინგებში მონაწილეებს ხელისუფლების წარმომადგენლები და მხარდამჭერები ნარინჯისფერებს უწოდებენ.