ასტანაში მეჩეთში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ასტანის საგანგებო სიტუაციათა საქალაქო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ვადასტურებთ, ნაპოვნია ერთი ადამიანის ცხედარი", _ აცხადებენ დეპარტამენტში. მათივე ინფორმაციით, ადამიანის ცხედარი შენობის დათვალიერებისას აღმოაჩინეს.
ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეჩეთში ხანძრის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იქ მიმდინარე სარემონტო სამუშაოები გახდა.
ამჟამად ადგილზე 32 ერთეული სახანძრო ტექნიკა მუშაობს.