სამართალდამცავებმა "თავისუფალი დემოკრატების" ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ელგუჯა ჩხაიძე დააკავეს.
ელგუჯა ჩხაიძის დაკავების გამო დღეს, 14:00 საათზე, ირაკლი ალასანია ლანჩხუთის პოლიციის შენობის წინ პრესკონფერენციას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიაში განუცხადეს, ჩხაიძე პოლიტიკური ნიშნით გუშინ, 13 იანვარს დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავების მომენტიდან დაირღვა ელგუჯა ჩხაიძის უფლებები, რადგან, "დაკავებულთან არ უშვებდნენ ადვოკატს, რითაც ჩხაიძის დაცვის უფლება დაირღვა".
ჩხრეკის შედეგად დაკავებულის სახლის ეზოში მდგარი გომურიდან ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. ჩხრეკის ოქმს მოწმეებმა ხელი არ მოაწერეს.
როგორც პარტიაში აცხადებენ, მათი ლიდერი ირაკლი ალასანია მთელი ღამის განმავლობაში ლანჩხუთის რაიონის პოლიციაში იმყოფებოდა.