საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთის მთავარ სანიტარს გენადი ონიშენკოს მადლობას უხდის. როგორც დღეს წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, გენადი ონიშენკოს ქართველი მეღვინეების სახელით მადლობაც კი ეკუთვნის იმისათვის, რომ ქართული ღვინის ხარისხი გაიზარდა.
"რუსეთის ემბარგომდე საქართველოდან ექსპორტის დროს რუსეთის ექსპორტიდან თუ შემოდიოდა 40-45 მლნ. დოლარი, საუბარი იყო 40 მლნ. ბოთლზე, 2010 წელს საქართველოს განახორციელა 14-15 მლნ. ბოთლი ღვინის ექსპორტი შემოსავალი ქვეყანაში შემოვიდა 60 მლნ. დოლარი. ანუ სამჯერ ნაკლები გავიდა და შემოსავალი გაცილებით მეტი შემოვიდა. ამ პერიოდში ღვინის ხარისხი გაიზარდა, მოგება გაიზარდა და საერთოდ მე მგონი გენადი ონიშენკოს მადლობაც კი უნდა გადავუხადოთ", - განაცხადა ნიკა გილაურმა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, 2012 წლისთვის საქართველოს უცხოეთის სხვადასხვა ბაზარზე 20 მლნ. ბოთლი ღვინის ექსპორტს განახორციელებს.
"მიმაჩნია, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან წამყვანი არის ღვინო და თხილი. საქართველოდან წელს 100 მლნ. დოლარის თხილის ექსპორტი განხორციელდა. დაქართველოს ძალიან დიდი შანსი აქვს იმისა, რომ საქართველოდან ღვინის ექსპორტი გაიზარდოს. წელს ღვინის ექსპორტი ალბათ 18 მლნ. ბოთლს გადააჭარბებს და 2012 წლისთვის ვფიქრობ, რომ 20 მლნ. ბოთლზე მეტი იქნება"- განაცხადა ნიკა გილაურმა.