დღეს 26 დეკემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის კრიზისული ცენტრის ბავშვთა დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გამართა. კინოთეატრ "რუსთაველში" ბავშვებმა ანიმაციური ფილმი "მხიარული პინგვინები" ნახეს. კინოთეატრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ფილმის ჩვენება სპეციალურად ცენტრის ბავშვებისთვის უსასყიდლო იყო.
ცესკოს ინიციატივით ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ მათ წიგნები უსაჩუქრა, "ქართულმა სადისტრიბუციო კომპანიამ" - ტკბილეული, ხოლო ცესკომ სათამაშოები.
საარჩევნო ადმინისტრაცია თბილისის კრიზისული ცენტრის ბავშვებს მუდმივად უწევს დახმარებას. კრიზისული ცენტრი ამბულატორიული ტიპის ანონიმური სამსახურია. ის ეხმარება კრიზისში მყოფ, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური პრობლემების მქონე ბავშვებს, მოზარდებსა და მოზრდილებს. ამგვარი საქველმოქმედო ღონისძიებები ცესკოს სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ცენტრალური საარჩვნო კომისია მომავალშიც გეგმავს მსგავსი ტიპის საქველმოქმედო აქციების გამართვას