ნინო ბურჯანაძე და „დემოკრატიული მოძრაობა" ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს.
როგორც "დემოკრატიული მოძრაობა" იუწყება, რწმენის სიმტკიცისა და ტრადიციების განახლების ამ ღირშესანიშნავ დღესასწაულს სრულიად ებრაული სამყარო აღნიშნავს.
"მინდა მივულოცო ჩვენს მოძმე ებრაელ ხალხს ხანუქას ბრწყინვალე დღესასწაული და ვისურვოთ, რომ ქართველთა და ებრაელთა 26 საუკუნოვანი, მსოფლიოში უპრეცედენტო მეგობრობა კიდევ გაგრძელდეს და მუდამ იყოს სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის, ტრადიციებისა და კულტურის ურთიერთპატივისცემის და მშვიდობიანი, ტოლერანტული თანაცხოვრების მაგალითი მთელს მსოფლიოში", - აღნიშნულია "დემოკრატიული მოძრაობის" განცხადებაში.