"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია პარლამენტს მოუწოდებს, გაჭირვებულ მოსახლეობას საახალწლო საჩუქარი გაუკეთოს და ჯარიმებსა და საურავებზე ერთჯერადი ამნისტია გამოაცხადოს.
როგორც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ბაღათურიამ აღნიშნა, მაშინ, როცა პრეზიდენტი სახელმწიფო ბიუჯეტის გამოყენებით ვაუჩერებს არიგებს და თან "პრეზიდენტის საჩუქარს" არქმევს, პარლამენტი ვალდებულია, პენსიონერებსა და გაჭირვებულ მოსახლობას წინასაახლაწლოდ მდგომარეობა შეუმსუბუქოს.
მისი თქმით, მიმდინარე კვირას რიგგარეშე სხდომაზე მისი პარტიის მიერ შემუშავებული კანონპროექტი გამოვა, რომელიც პენსიონერებისთვის და სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობისთვის ჯარიმების, საურავებისა და დაგროვილი კომუნალური გადასახადების დავალიანების ჩამოწერას ითვალისწინებს.
"მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ კანონპროექტს და ამით პარლამენტი საახალწლო საჩუქარს გაუკეთებს გაჭირვებულ მოსახლეობას", - აღნიშნა დეპუტატმა.