ბელგიის ქალაქ ლიეჟში მომხდარი აფეთქებისა და სროლის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი მოზარდი დაიღუპა. 75-მა ადამიანმა სერიოზული დაზიანება მიიღო.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ბოროტმომქმედი ერთ-ერთი შენობის სახურავზე იმყოფებოდა და ქუჩაში მყოფ ხალხს ყუმბარებს ესროდა, რის შემდეგაც მიმდებარედ არსებული ბაზარში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. ამის შემდეგ ბოროტმომქმედმა თავი მოიკლა.
ბელგიის პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმომქმედი 32 წლის იყო.
უცნობია ჩადენილი დანაშაულის მოტოვი. ბელგიის პროკურატურის ინფორმაციით, ბოროტმომქმედი მოქმედებდა მარტო. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგი რამდენიმე დანაშაულში იყო ბრალდებული.