24 დეკემბერს ბაგრატიონის დარბაზში „ოქროს პერგამენტის" ლაურეატიების - წლის ადამიანებისა და კომპანიების დაჯილდოების ტრადიცული ცერემონიალი გაიმართება.
"ოქროს პერგამენტის" 2011 წლის ლაურეატების გამოსავლენად გამოკითხვა 25 ნომებერს დაიწყო. წლის ადამიანებისა და კომპანიების გამოსავლენად გამოკითხვას ტრადიციულად ახალი ამბების სააგენტო GHN და საკონსულტაციო კვლევითი ჯგუფი GCG ატარებენ.
ორგანიზატორების განცხადებით, სულ გამოკითხული იქნება 3 100 რესპოდენტი. გამოკითხვა საქართველოს მასშტაბით ტარდება და მასში ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელია ჩართული.
ტრადიციულად ერთადერთი ნომინაცია სადაც რესპოდენტებს ეძლევათ თავისუფალი არჩევანის საშუალება არის "წლის ადამიანი", სხვა ნომინაციებში გამოკითხვის ანკეტაში მითითებულია კონკრეტული კანდიდატები, რომლებიც რეიტინგული გამოკითხვით შეირნენ.
2011 წლის „ოქროს პერგამენტის" ლაურეატები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: წლის ადამიანი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, ხელოვანი, ჟურნალისტი, სპორტსმენი, წლის პროექტი, კომპანია, ბრენდი, კომუნიკატორი, უცხოური კომპანია,
"გამოკითხვისას მოცული იქნება საქართველოს ყველა რეგიონი და ყველა სოციალური ფენა. ჩვენს მიზანს წარმოადგენს პერგამენტის ლაურეატების გამოვლენა. "ოქროს პერგამეტის" დაჯილდოების ცერემონიალი არის ზეიმი, საზოგადოების მიერ მადლიერების გამოხატვა კონკრეტული პირისა თუ კომპანიის მიმართ 2011 წელს გაწეული საქმიანობის გამო", - აცხადებს „ჯი-ეიჩ-ენის" დირექტორი გოჩა მირცხულავამ.
"ოქროს პერგამენტის 2010"-ის დაჯილდოების ცერემონიალი ტრადიციულად 24 დეკემბერს გაიმართება და მას უკვე მეორედ, „ბაგრატიონის დარბაზი" უმასპინძლებს.
„მადლობა მინდა გადავუხადო „ბაგრატიონის დაბრაზის" ხელმძღვანელობას იმისათვის, რომ მეორე წელია ისინი პერგამენტის დაჯილდოების ცერემონილას მასპინძლობენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თავად ცერემონილის მასპინძლობა და მის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღებაც კი ნებისიერი ქართული კომპანიისთვის საკმაოდ პრესტიჟულია", - აცხადებს მირცხულავა.
გასულ წლებში სხვადასხვა ნომინაციებში "ოქროს პერგამენტის" ლაურეატები არიან: საქართველოს კათალიკოს-პეტრიარქი ილია მეორე, პაატა ბურჭულაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე, რობერტ სტურუა, გიორგი ოვაშვილი, დავით კიკალიშვილი, ინგა გრიგოლია, ვახო სანაია, ნინო შუბლაძე, ია ანთაძე, დენის კიფი, პატრიცია ფლორი, მანუჩარ კვირკველია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, ირაკლი ცირეკიძე,ნოდარ ქუმარიტაშვილი, კობა სუბელიანი, სანდრა რულოვსი, "ვანის საგანძური" _ დავით ლორთქოფანიძე, "ნათელი ქრისტესი - საქართველო" - ნესტან კირთაძე, "ფონდი "იავნანა" _ პაატა ბურჭულაძე, ძველი თბილისი ახალი სიცოცხლე, მამუკა ხაზარაძე, გიორგი გოგუაძე, მაია რჩეულიშვილი, "ლუდსახარში ნატახტარი"; "თელიანი ველი", "ავერსი", თი-ბი-სი ბანკი, საქართველოს ბანკი, "ჯეოსელი", "მაგთი", "სოკარი", „ლიბერთი ბანკი".