კიევის სააპელაციო სასამართლომ წინასწარი მოსმენისას უარი განაცხადა ქვეყნის ყოფილი ექს-პრემიერის, იულია ტიმოშენკოს კასაციის დაკმაყოფილებაზე და ის პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლის, ელენა სიტაილოს განცხადებით, არ არსებობს საფუძველი ტიმოშენკოს გასთავისუფლებლად.
ტიმოშენკოს მხარეს ასევე უარი ეთქვა სასამართლოს გამოძიების ჩატარებაზე.
ამავდროულად, სასამართლომ მიიღო აპელაცია ტიმოშენკოსთვის 7 წლის თვისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით. აპელაციის განხილვა 13 დეკემბრისთვისაა დანიშნული.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ექს-პრემიერს, იულია ტიმოშეკოს 2009 წელს რუსეთთან გაფრმებული გაზის კონტრაქტის გამო თანამდებობის გადამეტებისა და უფლებმოსილების ბოროტად გამოყენებისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.